გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთში გასვენებაში მისულმა ერთმა ინფიცირებულმა მთელი სოფელი დააავადა

30-05-2020

სომხეთში, სიუნიქის ოლქში გასვენებაში მისულმა ერთმა ინფიცირებულმა მთელი სოფელი დააავადა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, არტავაზდ ვანიანის განცხადებით, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური აფეთქების გამოწვევა შეუძლია დაკრძალვებსა და დღესასწაულებზე შეკრებას.

„მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადეები და ხშირად დაინანონ ხელები“ - აცხადებს ვანიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 8 927 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 127 ვირუსს ემსხვერპლა, 3 317 კი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930