2-06-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან18 საათამდე შეზღუდვა დაბა ტაბახმელას მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორიონების(ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების(ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, ასმათის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
"თელასის" ცნობითვე, 10 საათიდან17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მაცხოვრებლები.