გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2-06-2020

კორონავირუსის პანდემიის, მსოფლიო ეკონომიკისა და დიდი შვიდეულის სამიტის შესახებ, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კრემლის ინფორმაციით, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა სამიტზე რუსეთის ლიდერის მიწვევის შესახებ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დიდი შვიდეულის სამიტის ვაშინგტონში ჩატარების ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. ტრამპმა დააანონსა ისიც, რომ სამიტზე ჯგუფის წევრების გარდა, სხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთის ლიდერიც იქნება მიწვეული, რასაც ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა.

დიდი ბრიტანეთი სამიტზე რუსეთის წევრობის აღდგენის წინააღმდეგია. რუსეთი დიდი შვიდეულიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031