2-06-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 796 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 634 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2508 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 300 ადამიანი რჩება.