გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეზუგბაია: გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია

2-06-2020

კოვიდინფიცირების 2 ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან არის. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მხოლოდ 150 პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, გამოჯანმრთლებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია.

"შემოგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 796. გამოჯანმრთელებულები გაიზარდა 10-ით. ამჟამად გვყავს 634 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ უკვე 80%-ს მიაღწია. კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე მხოლოდ 150 პაციენტი მკურნალობს. თითქმის 3-ჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთელებულებთან შედარებით. ეს 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდან. გუშინ შემოვიდა 3 დადასტურებული და ერთი შესაძლო შემთხვევა. ერთი ოჯახია და დიდი ალბათობით ესეც დადასტურებული იქნება. ჩავთვალოთ, რომ 4 დადასტურებული შემთხვევაა. ეს შემთხვევები არის საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1 გვყავდა გუშინ. დღეს გრძელდება მონიტორინგი გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით, შედეგები ალბათ დღის ბოლოს იქნება", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება იმ 3 პაციენტს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ეზუგბაია ამბობს, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეიმჩნევა.

"აქედან გამომდინარე ამოღებული არიან ისინი როგორც მძიმე პაციენტები. ამ 58 პაციენტში პრობლემური, მძიმე ავადმყოფი არ გვყავს", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930