გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუგა ქაშიბაძე: გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აქვს

2-06-2020

თბილისში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, დაშავებული 48 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

როგორც "რუსთავი 2-ს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მამაკაცს სხეულის 25%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

"48 წლის მამაკაცი, რომელიც ჩვენს კლინიკაში აფეთქების შემდეგ შემოიყვანეს გონზეა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 25%-ი აქვს დამწვარი, მას სასუნთქი გზების მეორე-მესამე ხარისხის საეჭვო დაზიანება აქვს," - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, საბურთალოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ დღის ბოლოს მოხდა, ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი პირი. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930