გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრმა SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

2-06-2020

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 


მინისტრმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანს, შტეფან ანიჰოფერს ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისა და  ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და  უწყებრივი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, მისი განხორციელების პროცესში საერთაშორისო  ექსპერტების დახმარებასა და განსაკუთრებით გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ისაუბრა.


პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან  ანიჰოფერი SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031