გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 9 პირი დააკავეს

2-06-2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქ. ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

 

გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ქ. ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა.

 

ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში.   საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.


გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930