გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შემთხვევაში დაწესდება სანქციები პირბადის გამოუყენებლობაზე

2-06-2020

პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დისკუსია მიდის. მე მაინც იმედი მაქვს, რომ პოზიტიური და საგანმანათლებლო აქტივობები ამ პრაქტიკას გააუმჯობესებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახავთ პირბადის უფრო აქტიურ და სწორ გამოყენებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„პირბადე ეს არის ყველაზე მარტივი და ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ზუსტად ვიცით, რომ პირბადე მუშაობს. ანუ, დღეს ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება, რითაც შეგვიძლია ჩვენი თავი და გარშემომყოფები ვირუსის გავრცელებისგან დავიცვათ. ეს არის ქცევითი ფაქტორი, როდესაც ადამიანმა იცის, რომ პირბადის გამოყენება მნიშვნელოვანია, ის ამ წესს იცავს და ეს მის რუტინულ ჩვევაში გადადის. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენს გარშემომყოფებს ვაკვირდები, ამას ყველა არ აკეთებს. როდესაც საგანმანათლებლო ღონისძიებები არ არის ეფექტური, მაშინ ერთადერთი მექანიზმი რჩება, რომ ნეგატიური სტიმული გამოვიყენოთ და მოქალაქეებს, მივმართოთ, რომ თუ პირბადეს არ გამოიყენებენ, ამ შემთხვევაში, მათ მიმართ სანქციები იქნება გამოყენებული, რადგან ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, თუ სანქციები დაწესდა, ეს იქნება ჯარიმის სახით, მაგალითად იქ, სადაც მოთხოვნილია პირბადის გამოყენება და მოქალაქე არ გამოიყენებს, ჯარიმა დაეკისრება ისეთი, რომ მისი გადახდის ან არგადახდის შიში ჰქონდეს ადამიანს და ამან განაპირობოს ალტერნატიული სახით პირბადის გამოყენება.

imedinews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930