გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსეთში კორონავირუსით 5 ჟურნალისტია გარდაცვლილი

3-06-2020

რუსეთში COVID19-ით 5 ჟურნალისტია გარდაცვლილი, 500 კი ინფიცირებულია. ამის შესახებ კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ ალექსეი ვოლინმა განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 423 741 შემთხვევაა გამოვლენილი. COVID19-მა უკვე იმსხვერპლა 5 037 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 186 985.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031