3-06-2020
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ონლაინ შეხვედრა გამართეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან კოენ დევიდსთან.
მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს.
კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის მსოფლიო ბანკის მხრიდან უკვე გამოყოფილი და სამომავლოდ დაგეგმილი ფინანსური რესურსების მნიშვნელობას.