გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ჩვენი ჯარი

3-06-2020

„ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე და განახლება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოვახერხოთ ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა. ამ მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ჩვენი ჯარი და ჩვენი უწყების მიერ გატარებული რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.

საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპაციის პარალელურად საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე ხელის შემშლელ ფაქტორებსაც შეეხო.

„ისეთი საკითხი, როგორიც ნატოში დამატებით ახალი წევრის მიღებაა, ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. დღეს ასეთი თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი არჩევანი და პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მოთმინება და სტრატეგიული მზადება. ეს არის ძალიან რთული გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას საჭიროებს, როგორც რუსეთის ფაქტორის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კონსენსუსის მიღწევას. იმ მომენტში, როდესაც იქნება საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უნდა ვიყოთ მზად, რომ გავხდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრი“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ოკუპაციის საკითხსაც შეეხო და ოკუპაციის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით პარალელი ყოფილ და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის გაავლო. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა ოკუპაციის დაკანონება, მთელი სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთზე და რუსეთის ტანკების დაბრუნება.

„ჩვენი ხელისუფლება გონივრული, ამავდროულად, პრინციპული პოლიტიკის მეშვეობით თავიდან აცილებს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ ტრაგედიას. ერთადერთი ხელისუფლებაა "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც ჩვენს ქვეყანას ომი არ გამოუცდია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930