გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყვავებს ადამიანის სახის დამახსოვრება 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ

3-06-2020

უკვე მრავალი საუკუნეა ყვავები მრავალი ქვეყნის მითსა და გადმოცემებში პოპულარობით სარგებლობენ. მათ უამრავი საინტერესო თვისება აქვთ, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არასდროს გსმენიათ.

 

ყვავების თემა განსაკუთრებით აქტუალური გუშინდელი დღის შემდეგ გახდა – თბილისში ყვავის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ფიზიკური დაზიანებები გამო ისინი „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ უცნობ და საინტერესო ფაქტებს ყვავების შესახებ:

 

ყვავები ძალიან ჭკვიანები არიან. მათ თქვენი სახის დამახსოვრება 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ. უცნაურია, არა?

 

„ისინი სხვა ფრინველებისგან ძალიან განსხვავდებიან. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ საკმაოდ კარგი მახსოვრობა აქვთ და ადამიანების ამოცნობა შეუძლიათ. თუ ერთხელ მათ საკვებს დაუდებთ და ამას რაღაც პერიოდის განმავლობაში გაიმეორებთ, ისინი დაგიმახსოვრებენ, უკან გამოგყვებიან და დაგაკვირდებიან. იგივე ხდება იმ შემთხვევაში თუ მათ შეაწუხებთ“,- ამბობს ვანკუვერის ფრინველის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, დერეკ მეთიუ.

 

დერეკ მეთიუ
დერეკ მეთიუ

 

2011 წელს ვაშიგნტონის უნივერსიტეტმა ასეთი კვლევა ჩაატარა – შეირჩა ორი ჰელოვინის ნიაღაბი  ერთი ველურ ადამიანს გამოსახავდა, მეორე დიკ ჩეინს.

 

ველური ადამიანის ნიღაბის მატარებელი ადამიანი ყვავებს ავიწროებდა, აშინებდა. ხოლო დიკ ჩეინის ნიღაბის მქონე არა. ექსპერიმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

ექსპერიმენტიდან 2 წლის თავზეც კი ველური ნიღბის მქონე ადამიანს ყვავები მუდმივად თავს ესხმოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნიღბის მატარებელი ადამიანები მუდმივად იცვლებოდნენ.

 

შედეგად, მკვლევარემა დაასკვნეს, რომ თუ თქვენ ყვავებს ცუდად მოექცევით, ისინი, მათი მეზობლები და მომავალი თაობაც კი დაგიმახსოვრებთ და მათი თავდასხმის სამიზნე მუდმივად იქნებით.

 

როდესაც ყვავი კვდება, მისი მეზობელი მას ერთგვარ „დაკრძალვის ცერემონიას უწყობს“

 

მკვდარი ყვავის დანახვა უამრავ ცოცხალ ყვავს იზიდავს, ისინი ერთად იკრიბებიან. რიტუალის დროს, ცოცხლები არასდროს ეხებიან მკვდარს. რატომ იქცევიან ასე?

 

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ მასობრივი თავშეყრა გადარჩენის სტრატეგიის ნაწილია – ფრინველები ამ დროს არსებულ საფრთხეებზე მეტ ინფორმაციას იღებენ. ასევე, აკვირდებიან იმ ადგილებს, სადაც მკვდარი ყვავები ნახეს, რათა აღარ ესტუმრონ მათ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმ ადგილებში ბევრი საკვები იყოს.

 

ყვავი
ყვავი

 

ზოგიერთი ყვავის ტვინი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე შენი!

 

ზოგადად ზრდასრული ადამიანის ტვინის მოცულობა სხეულის წონის 1,9%-ს წარმოადგენს. ზოგიერთი ყვავის ტვინის მოცულობა კი 0,26 უნციას ( უდრის 28,3495 გრამს), რაც ყვავის წონის 2,7 პროცენტს შეადგენს.

 

ყვავებს აქვთ ე.წ. რეგიონული დიალექტები, რომლებსაც ლაპარაკის დროს ხშირად ცვლიან

 

ყვავებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ხმისგან განსხვავებით, ისინი უამრავ ხმებს გამოსცემენ.

 

 

ყვავების ჩვეულებრივი ხმა, შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც გაფრთხილება ან სიგნალი, რომლითაც ისინი ნათესავებს ადგილმდებარეობის შესახებ ატყობინებენ.

 

როდესაც ისინი სხვა ჯგუფს უერთდებიან ყოველთვის ცდილობენ ის ედაიწყონ „საუბარი“ როგორც იმ ჯგუფის წერევბი ლაპარაკობენ.

 

ზოგიერთ ყვავს შუქნიშნის „წაკითხვა“ შეუძლია

 

იაპონიაში შავი ყვავები მანქანებს სამზარეულოს ტექნიკად იყენებენ – ისინი კაკლებს სპეციალურად ათავსებენ გზის გადაკვეთის წერტილებთან.

 

ყვავები კაკლებს გზაზე დებენ, შემდეგ ელოდებიან როდის გაივლის მანქანა, რომ კაკალს გადაუაროს და გატეხოს.

 

ამის შემდეგ კი დაბლა ეშვებიან და საყვარელ საჭმელს სიამოვნებით მიირთმევენ.

 

ადამიანებისგან განსხვავებით, მათ შუქნიშნის გამოყენება მშვენივრდ იციან. ისინი მანამდე არ ეშვებიან დაბლა სანამ შუქნიშანზე წითელი ფერი არ აინთება. იმიტომ, რომ ამ დროს მანქანები ჩერდება და მათ მშვიდად შეუძლიათ კაკლის აღება.

 

ხოლო კაკალს იმ დროისთვის დებენ გზაზე, როდესაც შუქნიშანზე მწვანე ფერი ინთება, რადგან ამ დროს მანქანები მოძრაობას იწყებენ და მათ საყვარელ საკვებსაც მარტივად გატეხავენ.

 

ყვავები ძალიან ემოციური ფრინველები არიან

 

ისინი ბედნიერებას, გაბრაზებას, მოწყენილობასა და შიმშილის გრძნობას სხვადასხვა ხმებით გამოხატავენ.



პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930