გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ჰიპ-ჰოპის მეფე“ სცენას დაუბრუნდა - ემინემის ახალი ალბომი (ვიდეორგოლი)

25-12-2017

ამერიკელი რეპერი და მსახიობი, ემინემი, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, მუსიკალურ ინდუსტრიას დაუბრუნდა.  ცნობილია, რომ რამდენიმე ხნის წინ, მუსიკოსმა, ბიონსესთან ერთად , სიმღერა "Walk On Water"-ი შეასრულა.
დეკემბრის დასაწყისში, მისი ახალი ალბომის, კიდევ ერთი, ახალი სიმღერა გამოუშვეს, სახელწოდებით - "Untouchable", ხოლო 15 დეკემბერს კი, ემინემის, ყველა ახალი სიმღერის ნაკრები, უკვე გაყიდვაში გამოჩნდა.  
2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ემინემმა და პოლ როზენბერგმა დაიწყეს მცირე სარეკლამო კამპანია და ცნობილი გახდა მომავალი ალბომის სახელწოდება – Revival. ამ კამპანიის ფარგლებში, გამოვიდა პაროდიული სარეკლამო რგოლები, რომლებშიც წარმოდგენილია, არარსებული სამედიცინო პრეპარატის აღწერა. 
ნოემბერში გამოვიდა ალბომის პირველი სინგლი, „Walk on Water“ -  ჩაწერილი ბიონსე ნოულსთან  ერთად. სიმღერა, პირველად შესრულდა, სკაილარ გრეისთან ერთად, 12 ნოემბერს, MTV ევროპის 2017 წლის მუსიკალური დაჯილდოების ფარგლებში. 28 ნოემბერს, "Dr. Dre"-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელმაც დაადასტურა, რომ ალბომი გამოიცემოდა 15 დეკემბერს.
8 დეკემბერს ემინემმა გამოუშვა პრომო-სინგლი მომავალი ალბომიდან, „Untouchable“, სემპლით Cheech & Chong-ის სიმღერიდან.
ემინემის დაბრუნება, ტრიუმფალური აღმოჩნდა, მომღერლის, მუსიკალურ ინდუსტრიაში!
ახალი ალბომის გამოსვლიდან, რამდენიმე დღეში, რეზულტატი უკვე გამოჩნდა -  გაყიდვების რიცხვმა, 792 000 ათასს გადააჭარბა. 

წყარო: "პრაიმტაიმი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930