გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: საქართველომ მოახერხა, რომ პირბადეების იპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა

3-06-2020

საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, რაც ბევრმა დიდმა სახელმწიფომ ვერ შეძლო და პრაქტიკულად, სამი თვის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლიო პირბადეების დეფიციტს განიცდიდა, საქართველომ შეძლო და იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „მედიფარის“ პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა.

საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში დაახლოებით 100 000-ს, ხოლო თვეში - 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს, რომელთა გატანას უახლოეს ხანებში ექსპორტზე გეგმავს.

„მთლიანობაში, ყველაზე უხეში დათვლებით, პირბადეების წარმოების თვალსაზრისით, დღესდღეობით ქვეყნის საწარმო სიმძლავრეები თვეში 10 მილიონ მაღალი ხარისხის პირბადეს აღემატება. ამ პროგრამის წარმატებაში, რა თქმა უნდა, საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენს მიერ დაწყებულმა სოციალური პირბადეების პროგრამამ, რომელიც სახელმწიფომ ეპიდემიის პირველივე დღიდან განახორციელა და ათობით სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკა ჩართო, სადაც ამ ეტაპზე ასობით ადამიანია დასაქმებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია „მედიფარმა“ საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.
„მედიფარის“ მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე აქტიურად იყიდება საქართველოს მასშტაბით, თუმცა კომპანია უახლოეს ხანებში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ-ი.

საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930