4-06-2020
ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა. შესაბამის ბრძანებას ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი უკვე მოაწერა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადის.
საკადრო ცვლილებები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ქვეყანაში არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდება.