4-06-2020
ექსპერტის მდგომარეობა, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, ამ დრომდე მძიმეა და მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა.
39 წლის პაციენტს გუშინ გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს.
ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი, რომელსაც სხეულის 25 პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული.
ცნობისთვის, სამი დღის წინ ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგური აფეთქდა, შედეგად იქ მომუშავე ერთი ადამიანი დაშავდა, გუშინ კი, დაზიანებული გაზგასამართი სადგურის შემოწმებაზე მისულ ექსპერტს დენმა დაარტყა.