გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“ გაასაჯაროოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება

4-06-2020

თქვენ იცით, რომ საერთაშორისო დავა „ფრონტერასთან“ ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდა და მოდით, ერთად მოვუწოდოთ კომპანია „ფრონტერას“ გაასაჯაროოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო სერთაშორისო არბიტრაჟმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, „ფრონტერას“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კომპანიის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებებზე პასუხის გაცემა ყოველთვის სრული სიმშვიდით და საერთაშორისო ნორმების დაცვით ხდებოდა.

„არასოდეს გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით ამ მიმართულებაში და ვიკავებდით თავს, ვინაიდან მიმდინაროებდა საერთაშორისო არბიტრაჟი. საერთაშრისო არბიტრაჟი დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციის და ნავთობის სააგენტოს სასარგებლოდ და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ შეასრულოს დროულად ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა. თუკი თქვენ გაქვთ სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია შეიტყოთ და საბოლოო სიმართლე ამის შესახებ, მოდით, ყველამ ერთად მოვუწოდოთ „ფრონტერას“, რომ გაასაჯაროოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საერთაშორისო არბიტრაჟმა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930