გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
LAG-ის წევრებისთვის დისტან ცოდნისა და განათლების კუთხით დისტანციური ტრენინგები ჩატარდა 

4-06-2020

პროექტი „ეს წალკაა“ , რომელიც ხორცილედება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით - CENN-თან, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფერმერული მეურნეობების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარების ასოციაციასთან (RDA) პარტნიორობით მუშაობს.

პროექტის მიზანი წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაა თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით.

საინიციატივო ჯგუფის გაძლიერების მიზნით შემუშავდა თემატური ტრენიგნების მოდულები, საგრანტო კონკრუსის ეტაპები და თითოეული ეტაპის შესაბამისი შეფასების მეთოდოლოგია და ფორმა. პირველ ეტაპზე დაიგეგმა ტრენიგნი LAG-ის წევრებისთვის ბიზნეს გეგმის შედგენასა და ბიზნეს იდეების შეფასების მიმართულებით . ტრენიგნის მასალის შემუშავებისას მოხდა შინაარსის ადაპტირება LAG-ის წევრების ცოდნისა და განათლების შეასბამისად. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრების და ტრენინგის გადაწყობა მოხდა დისნტანციურ ფორმატზე. მომზადდა ტრენიგების მასალის აუდიო ვერსია, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში ყველა აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხის დეტალური განხილვა და განმარტება მოხდა.

პროექტის ფარგლებში გამოცხადებული პირველი საგრანტო კონკურსისი შესაბამისად დაიგეგმა მოდმევნო ეტაპზე გადასული, გარდა სოციალური თემატიკის პროექტებისთვის ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენიგნი.

“ხელშეკურლებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, RDA და GFA ერთვებიან საგრანტო კონკურსის განხილვაში. აღნიშნული ეხება, სასოფლო სამეურნეო მიმართულებით განსახილვევე პროექტებს. პირველ საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ ასეთი იყო 99 პროექტი, რომლის შეფასებაც განხორციელდა ერთობლივად შემუშავებული მეთოდოლოგიისა და ფორმის მიხედვით. ასევე, საინიციატივო ჯგუფის გაძლიერების მიზნით, პარტნიორი ორგანზიაციის წარმოამდგენელი დაესწრო LAG-ის მიერ შეფასებების განხილვის პროცესს, რომლის დროსაც, შემფასებელი კომისიის წევრებს გაეწიათ კონსულტაცია დადგენილი მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასების პროცესსა და ფრომაში ასახულ ქულებთან დაკავშირებით. სულ განხილული იყო 4 მიმართულების - სასოფლო-სამურნეო, არასასოფლო სამურნეო, ტურიზმის და სოციალური განათკების სფეროს 190 პროექტი",  - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ნათია ნინიკელაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ორი საგრანტო კონკურსი იგეგმება, რაც LAG-ის წევრებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ საკონკურსო პროექტების შეფასების უნარები. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930