5-06-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 805 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 650 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 304 ადამიანი რჩება.