გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

5-06-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების მოწყობის, ასევე სასმელი წყლის სისტემის და სტიქიური ნაგავსაყრელების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების, მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლი დავით ჩიკვაიძე მიესალმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დადებით გამოხმაურებას სტიქიური ნაგავსაყრელების გაუქმების შესახებ და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება ის სოფლები, სადაც საჭიროა ნაგვის ურნების განთავსება, რის შემდეგაც განხორციელდება მოთხოვნების ეტაპობრივი დაკმაყოფილება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031