5-06-2020
"დაგვემატა გუშინ 2 დადასტურებული დიაგნოზით პაციენტი. ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საყურადღებოა მხოლოდ 2 პაციენტი. ველოდებით 1 მოზარდისა და 3 მოზრდილის გამოჯანმრთელებას",- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2 ახალი ინფიცირებული საბურთალოს კლასტერიდანაა. ისინი საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.
კლინიკაში 42 პაციენტი მკურნალობს. მათგან 23-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.