გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა

5-06-2020

2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია. 2019 წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა. 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია.


2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა. 

 

მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით,  ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს.  

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930