გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეწარმეებისთვის ხელშეწყობის გაძლიერებისთვის პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა

5-06-2020

პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამის საქმიანობის სახეობები გაიზარდა და შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 10 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც უფრო მეტ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს სესხის თანადაფინანსებით. ასევე, გაიზარდა საქმიანობების სახეობები: პლასტმასის, სამშნებლო მასალების, მინერალური წყლების წარმოება და ლაბორატორიები. თანადაფინანსების თვეების რაოდენობა, 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა თანამონაწილეობის პროცენტიც - რეფინანსირების განაკვეთს + 3%, ხოლო ლიზინგის საგნის გაცემის მომენტში რეფინანსირების განაკვეთს + 5%.

იცვლება საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებულ საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პრიორიტეტი ენიჭება: ქალ მეწარმეს, შშმ პირს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930