გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძის პარტიას ტოვებს

5-06-2020

გიორგი ახვლედიანი პარტიას „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ ტოვებს. ამის შესახებ გიორგი ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ამის მიზეზად მან მის წინააღმდეგ წარმოებული „ბინძური კამპანია“ დაასახელა, როდესაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომ ის „ქართული ოცნების“ არაოფიციალური ექსპერტია.

გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ არ სურს, მისი გუნდი თავის მართლების რეჟიმში იყოს და ამიტომ მიაჩნია, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.

 

„რა თქმა უნდა, არჩევნებზე დიდ წარმატებას ვუსურვებ და რაც შეეხება ამ სიბინძურესთან და მსგავს სიბინძურესთან ბრძოლას, ამის წინააღმდეგ ჩემი ძალებით ვიბრძოლებ“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

 

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031