5-06-2020
ვარკეთილში სადაც ცოტა ხნის წინ მამაკაცი უმისამართოდ ისროდა, ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე მისული ადვოკატი დავით ცინცქლაძე ამბობს, რომ მამაკაცი არის არაფხიზელ მდგომარეობაში და ბავშვების შესაშინებლად რამდენჯერმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
„ოჯახის უფროსი არის 45 წლამდე მამაკაცი, რომელიც მეზობლების გადმოცემით არის არაჩვეულებრვი პიროვნება, უბრალოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არის არაადეკვატური.
40 წუთის წინ მოხდა ასეთი რაღაც, იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ბავშვებთან მოუვიდა კონფლიქტი, რის გამოც მათ შესაშინებლად გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. არის არაადეკვატური.
არ ცდილობს გარე სამყაროსთან კომუნიკაციას. მოცემულ სიტუაციაში მიმაჩნია, რომ მას არ აქვს ვინმეს მოკვლის ან განზრახ დაზიანების სურვილი
“, – ამბობს ადვოკატი დავით ცინცქლაძე.