5-06-2020
ვარკთილში დასრულდა სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით სამი საათის განმავლობასი მიმდინარეობდა.
მამაკაცი, რომელცი სახლში იყო ჩაკეტილ იდა უმისამარტოდ ისროდა დაკავებულია.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსისი, ვაჟა სირაძის თქმით, იგი თავად ჩაბარდა პოლიციას.
„მოლაპარაკებების შედეგად აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა სახლი. ჩაგვბარდა და ჩვენთან არის. უსაფრთხოდ არის. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა. მას ახლა სამედიცინო დახმარება უტარდება.
აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. პირველად ინფორმაციით, იგი იმყოფებოდა ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.
იყო თუ არა ეს აფექტის მდგომარეობა, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ამას ჯერ ვერ დაადასტურებს.