5-06-2020
"აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და COVID-ის თვალსაზრისით, როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ქვეყანამ შეძლო ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, უნდა აისახოს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში.
„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ის, რაც ჩვენ შევძელით ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, COVID-ის თვალსაზრისით, ჩვენ რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად. ეს ეხება ბევ სექტორს, რესტორნებს, ტრანსპორტს. განსაკუთრებით, იმერეთში, სადაც ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სასტუმროების მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო სასტუმროებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, რათა მათ მეტი სტუმრის მიღება შეძლონ.