გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები

5-06-2020

ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილის მომგვრელიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხელისუფლების შეცვლაზე საუბარს შეეხებოდა, თუმცა არა არჩევნების გზით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები და უნდა მიხვდეს, მიეჩვიოს იმას, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ყუთი არის ადგილი, სადაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ.

„ბევრი არის რაღაც ილუზიებში, ზოგს ჰგონია, რომ რაღაც გადატრიალების მოწყობა, საერთოდ ერთ რამეს გეტყვით, ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილის მომგვრელიც. ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ჰქონდათ ასეთი ილუზია, გავიგე, რომ ვიღაცეებს უნდათ და ცდილობენ თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტში. ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელზე, პარლამენტში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა. ეს თავიდანვე იყო ნათქვამი, შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ქვეყანაში მოუწოდოს ვინმეს კი არა, იოცნებოს კიდეც რაღაც რევოლუციასა და გადატრიალებაზე. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ეს უნდა დავივიწყოთ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები და ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს იმას, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ყუთი არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იქნება მმართველი პარტიისთვის კი არა ქვეყნისთვის კარგი და ყველამ ერთი რამ გაითვალისწინოს - ამ ქვეყანას აფასებენ არა პარტიებით, არამედ იმ წარმატებით და ქმედებებით, რომელსაც ახორციელებს და ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოვეკიდოთ იმას, რასაც ვამბობთ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031