გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი მძიმე პაციენტი მკურნალობს

8-06-2020

ჩვენს ცენტრში 47 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ბოლო 9 გამოჯანმრთელებულიდან 6 ჩვენი პაციენტია. ალბათ, დღეს, დღის განმავლობაში ისინი ცენტრს დატოვებენ. გრძელდება გამოჯანმრთელების მონიტორინგი. ვნახოთ, ხვალ რა მონაცემები გვექნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

„ერთი პაციენტი გვყავს მძიმე. მისი დაავადება პროგრესირებს და ამ ეტაპზე, განიხილება, როგორც მძიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით, მაგრამ იმედია, რომ ეს პროგრესირება შეჩერდება, დაემორჩილება მკურნალობას და ალბათ, გამოსავალი კარგი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, არსებული მონაცემებისა და გაფართოებული ლაბორატორიული კვლევების შეჯერებით, კრიტიკული მდგომარეობით არ ფასდება. არის მხოლოდ მძიმე პნევმონია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 9 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 810 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 683 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 237.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031