8-06-2020
რუსეთის ფედერაციაში კოვიდინფიცირების 8985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 476 658-მდე გაიზარდა.
აღნიშნულ მონაცემებს worldometers აქვეყნებს. ამავე მონაცემების მიხედვით, რუსეთში ასევე ბოლო 24 საათში კოვიდვირუსით 112 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 5971 -მდე გაიზარდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექციისგან 230 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.
ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულია 7 მილიონზე მეტი ადამიანი.