8-06-2020
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 ახალი სექცია ამოქმედდა:
1. თბილისი, ზემო ფონიჭალა - მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრამდე (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთამდე), ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;
2. თბილისი, ზემო ფონიჭალა - მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრიდან (ლევან ღოღობერიძის ქუჩის კვეთიდან) მარნეულის გზატკეცილის საავტომობილო გზის 1-ელ კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;
3. რუსთავი - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთიდან - ნიკო ლომოურის ქუჩის N1-მდე (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ), ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;
4. რუსთავი - ნიკო ლომოურის ქუჩის N1-დან (შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ) თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრისა და ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ;
5. რუსთავი - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ;
6. რუსთავი - თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 22-ე კილომეტრიდან თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.
სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 982 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.