გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კამპანიის „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში ვიდეო კონფერენცია ჩატარდება

8-06-2020

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, გრძელდება ციფრული კამპანია „სოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. კამპანიის ფარგლებში, მხარდამჭერებთან ერთად ახალგაზრდებისთვის სამი კონკურსი მიმდინარეობს: ონლაინ საჯარო დებატები სკოლის მოსწავლეებისთვის, ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის და კვლევითი პროექტების კონკურსი ასევე სტუდენტებისთვის. 

9 ივნისს, 17:30-ზე სამივე კონკურსის მონაწილეებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე გაიმართება ონლაინ პანელური დისკუსია. დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებლები იმსჯელებენ იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომელიც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, DCFTA-ს ამოქმედებით მიიღო. 

დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ლაშა ინაური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიკა გაბუნია. 

ონლაინ პანელური დისკუსია იმართება კამპანიის ‘ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი" (AA Facility)-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონკურსანტების რეგისტრაცია ესსეებისა და კვლევითი პროექტების კონკურსზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, ან სტუდენტთა ჯგუფებს. ასევე, მიმდინარეობს კონკურსანტების შერჩევა ონლაინ საჯარო დებატებისთვის, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მეცხრე კლასიდან ზემოთ. კონკურსების თემაა „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ და გამარჯვებულები სიმბოლურად 27 ივნისს, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 6 წლის იუბილეზე გამოვლინდებიან. 

კონკურსებში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.aa.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930