გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ოლივია ანტონს საქართველოდან შვილის გაყვანა აუკრძალა

8-06-2020

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით, რუსეთის მოქალაქე ოლივია ანტონს არასრულწლოვანი შვილის საქართველოდან გაყვანა (გადაადგილება) აეკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, საქართველოს სასამართლო განიხილავს არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვანის კვიპროსში დაბრუნების საკითხს. მშობლები - დედა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მამა კი - ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

 

საზოგადოებამ 2 ივნისს მიიღო ინფორმაცია ორი სახელმწიფო დაწესებულების - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ერთობლივი ოპერაციის შესახებ, რამაც გამოიწვია ბავშვის ერთი კანონიერი მშობლიდან მეორე კანონერ მშობელზე, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ, გადაცემა და წართმევა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის მამის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც შეეხება დედის - ოლივია ანტონის მხრიდან საქართველოდან შვილის, როგორც ლეგალური, ასევე არალეგალური გზით გატაცების ობიექტურ საფრთხეს და მეუღლის მიმართ შურისძიების მოტივებს.

 

იმ პირობებში, როდესაც შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის განყოფილების მართლწესრიგის ოფიცრის ქეთევან ლაზარიაშვილის მიერ 2020 წლის 1 ივნისს მიღებულ იქნა ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის - მამის მიმართ შემაკავებელი ორდერი, რომელიც ეფუძნება არასრუწლოვანის ინტერესების უგულვებელყოფის საფუძვლებს, ამ გზით, სოციალურმა სამსახურმა არასრულწლოვანი, ნების საწინააღმდეგოდ, 30 დღით დააშორა მამას და გადასცა ოლივია ანტონს. მას შემდეგ, რაც არასრუწლოვანი იმყოფება ოლივია ანტონთან, ყველა უწყებამ ოჯახთან საკომუნიკაციო საშუალებები ჩაკეტა. არ სრულდება სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის დროებითი განკარგულების 1.3. პუნქტიც, რომელიც შეეხება: მშობელი, რომელთანაც იმყოფება არასრუწლოვანი, ვალდებულია, სატელეფონო კომუნიკაცია იქონიოს მეორე მშობელთან. მამა ბავშვის მდგომარეობის დასადგენად, ბოლო დღეების განმავლობაში, უკავშირდება ოლივია ანტონს, რომელიც კონტაქტზე არ გამოდის და ფორმალურად აცხადებს, რომ იმყოფება მეგობრის აგარაკზე ქალაქგარეთ.

 

საკომუნიკაციო არხზე არ რეაგირებს სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენლებიც (პილატეს ხელების სინდრომი) ხოლო ოლივია ანტონის წარმომადგენელმა, ლოლა კურკუმულმა მხარის დამატებითი მოთხოვნის შესახებ, რომ ბავშვთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, ბებიას ჰქონოდა ურთიერთობა, აღნიშნა, რომ ოლივია ანტონი არ აპირებდა ბავშვის ჩვენებას ბებიასთვის.

 

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასრულწლოვნის საცხოვრებელი ქვეყნის განსაზღვრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოქმედებს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის პასუხი სახელმწიფოს სოციალური სამსახურისა და პოლიციის განყოფილების ერთობლივ სპეც-ოპერაციაზე, ასევე დემაგოგიაზე, რომელსაც პროცესის მონაწილე მხარე ავრცელებს და ეწევა მამის და მისი ოჯახის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930