გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი - „სუ 25“თავდაცვის მიზნების გარდა, შეიძლება კომერციული პროექტი გახდეს

9-06-2020

„აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს - ტექნიკური, ინტელექტუალური თუ ადამიანური, რომ ჩვენი ძალებით შევძლოთ „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ გააკეთა. მან ასევე, განმარტა, რომ მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს და ქვეყნები თავდაცვის მიზნით ამ ტიპის თვითმფრინავებზე მაღალ ინტერესს აცხადებენ.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ „სუ 25“ ქვეყანამ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენოს, ასევე შეიძლება ეს კომერციული პროექტი გახდეს.

 

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი გულისტკივილი ავიაციაა, რომელზეც მოსვლის დღიდან დავიწყე მუშაობა. შტაბთან ერთად ჩამოვყალიბდით შემდეგ გეგმაზე - ჩვენს საკუთრებაში უამრავი ექსპლუატაციიდან გამოსული საფრენი აპარატი არსებობს, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რომლებიც საჭიროებენ გარემონტებას. ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენივე ქარხნით - „თბილავიამშენით“ და „დელტათი“ ერთად გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, „დელტას“ დირექტორი ამავდროულად „თბილავიამშენის“ დირექტორად დავნიშნეთ და ჩვენ უკვე ამ მიმართულებით მთელი ქარხნის დალაგება დავიწყეთ. მიმართულება გავყავით: ერთი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართულება და მეორე - სამოქალაქო და ზოგადად, კომერციული პროექტები. არ გამოვრიცხავთ ასევე, სხვა კერძო სუბიექტებთან, სხვა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930