გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ფორმებისა და ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში

9-06-2020

ხარისხიანი პროდუქცია წარმოადგინეს, ამიტომ მომიწია შეკვეთა ნატოს წევრ ქვეყნებში - გერმანიასა და თურქეთში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიადელტასაინტერესო შეთავაზებაზე მუშაობს, რომ გახდეს ერთ-ერთი ფაბრიკის პარტნიორი, რომელიც აღჭურვილია უახლესი იტალიური და იაპონური დანადგარებით. „კორონას კრიზისის გამო, ამ საწარმოს პრობლემები შეექმნა და  წარმოება გაჩერდა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომდელტა“  თანაპარტნიორი გახდეს და  რაც მთავარია, ხარისხი იქნება გარანტირებული. 350 დატრენინგებული, იტალიელი დიზაინერების მიერ მომზადებული, მკერავი, მუშაობენ ქართველები. ეს ფაბრიკა საქართველოშია და  აბსოლუტურად გამართულია“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის უხარისხო სამხედრო ფორმის შესყიდვაში ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა. იმდენად შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოვისმინე ე.წ ოპოზიციის მხრიდან, რომ ამაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი დამოკიდებულება ყველაზე საამაყო ინსტიტუტის, ჯარის მიმართ. ჩემგან უბრალოდ უხერხულია და მე მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული - ასეთი ეპითეტით მოიხსენიო ჯარი და შენი საამაყო ჯარისკაცები და მეორე დღეს გამოვიდნენ და თქვან, რომ ისინი არიან პატრიოტები. ეს ადამიანები არაფერზე არ ფიქრობენ, თეთრზე ამბობენ შავს, შავზე ამბობენ თეთრს. მე მათთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930