გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარშია

9-06-2020

„ჩემი დავალებით, ყველა ბაზა აბსოლუტურად ერთიანი სტანდარტით მოეწყობა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ჩვენ იგივე სტანდარტები ავიღეთ, როგორიც ამერიკის, ნატოს სხვა წამყვანი ქვეყნების ჯარშია და ერთიანი სტანდარტით ვაკეთებთ ბაზებს, რომ არ იყოს რომელიმე მინისტრის თუ გენშტაბის უფროსის ახირებაზე დამოკიდებული“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშილმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების მომენტში თავდაცვს ძალებში სამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მძიმე ვითარება იყო. „ინფრასტრუქტურა ჩვენი ჯარისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო იმიტომ, რომ პრაქტიკულად, წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ყოფილი ხელისუფლებების დროს, ჩატარებული სამუშაოების ხარისხი იყო აბსოლტურად მიუღებელი. რაც მთავარია, მაშინ ხდებოდა ფრაგმენტული მიდგომები. რომელიმე ბაზას ამოიჩემებდნენ, იმას გააკეთებდნენ, რომ ყოფილიყო თვალსაჩინოებისთვის. დაბალი ხარისხი იმაში ვლინდებოდა, რომ თითქმის 2-3 წელიწადში გვიწევდა ბაზებისა და ყაზარმების ხელახლა რემონტი“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს შეიარაღებაზე დაახლოებით 100-დან 120 მილიონამდე დახარჯავს.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930