9-06-2020
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ბერდია ალხიძემ ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ ესსეების კონკურში " მე ვირჩევ თანასწორობას" პირველი ადგილი დაიკავა.
⠀
ესსეების კონკურსი ეხებოდა საქართველოში ეთნიკური მრავალფეროვნების და თანასწორობის კამპანიას და ამ საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას.
ბერდიას გამარჯვება მხარის რწმუნებულმა
არჩილ ჯაფარიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ პირადად, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
"დღეს გავიცანით ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ბერდია ალხიძე, რომელმაც გვასახელა და პირველი ადგილი დაიმსახურა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი თუ როგორ მაღალ დონეზე დგას ჩვენს რეგიონში განათლება, განებივრებულები ვართ ჩვენი ახალგაზრდების წარმატებით, აქ არის განსაკუთრებული საზოგადოება, მწერლობის,ხელოვნების,პოეზიის მოყვარული და გასაკვირი არ არის რომ ამ გარემოში გაზრდილ ახალგაზრდას შეუძლია მაღალ იდეალებზე, საინტერესო თემებზე თავისუფლად საუბარი.
ვამაყობთ მისით, მისი ოჯახით,პედაგოგებით,იმ სოციუმით სადაც ის მოღვაწეობს და იმედია,რომ კიდევ ბევრ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს ჩვენი რეგიონი."-
აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ შეხვედრისას.
ბერდია ალხიძე კონკურსის პრიზიორის რანგში გაემგზავრება ქალაქ სტრასბურგში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.