გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

9-06-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ ძველ ქვეშში 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა იგება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

პროეტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

"სოფელ ძველ ქვეშში გზის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გზაზე ბეტონის საფარი იგება. ჩვენ განსაკუთრებით დიდი ყურადღებას ვაქცევთ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ამ მხრივ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. არჩევანს უმრავლეს შემთხვევაში სწორედ ბეტონის საფარზე ვაკეთებთ, რადგან მას ექსპლუატაციის დიდი ვადა გააჩნია და მოსახლეობისთვისაც ძალიან კომფორტულია. კორონავირუსის პანდემიის გამო თოთოეულ ობიექტზე მაქსიმალურადაა დაცული უსაფრთხოების წესები, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების აღსრულებას ჩვენ სისტემატიურად ვაკონტროლებთ",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930