გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოში Imagine Dragons-ი ჩამოდის

27-03-2018

ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს. პროექტის მენეჯერის ირაკლი კობერიძის თქმით, ჰონორართან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია, დასაზუსტებელია მხოლოდ კონცერტის ჩატარების ადგილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 

კომპანია Fix Group-მა ჯგუფს ორი ადგილმდებარეობა შესთავაზა და დასტურს ჯგუფის მენეჯერების მხრიდან ელოდებიან. ადგილის შერჩევის შემდეგ ცნობილი გახდება კონცერტის ჩატარების ზუსტი თარიღიც.

ჯგუფი საქართველოს Evole World Tour-ის ფარგლებში ეწვევა. მასშტაბური ტურნეს ფარგლებში ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობს. ევროპის კონტინენტზე საქართველო იქნება ბოლო ქვეყანა, სადაც ამერიკული როკჯგუფი კონცერტს გამართავს.

ჯგუფის ოფიციალურ საიტზე საქართველო ჯერ არ ჩანს, თუმცა ევროპის მასშტაბით ჩასატარებელი კონცერტების სიაში უკრაინა 31 აგვისტოს არის მონიშნული. სავარაუდოდ, საქართველოს ჯგუფი სექტემბრის დასაწყისში ეწვევა.

პროექტის მენეჯერის ინფორმაციით, კონცერტის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ ცნობებს 1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწვდიან. მისივე თქმით, ბილეთების გაყიდვა 4 მაისს დაიწყება.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930