გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცნობილია როგორ დაინფიცირდა ბოჭორიშვილში მედპერსონალი

9-06-2020

ბოჭორიშვილსი კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი განამრტავს, როგორ მოხდაკლინიაკში მედპერსონალის დაინფიცირება.

 

მისი თქმით, მედპერსონალს შეხება ჰქონდა ისეთ პაცინეტთან, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამიტომ ამსთან ფიზიკური კონტაქტი გახდა საჭირო.

 

„ჩვენ მოგვიწია რამდენიმე ისეთ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონათ.  ჩვენ დაგვჭირდა ამ პაციენტის ფიზიკურად გაკავება. გარკვეული რისკერბის გამო არავინ გვეკარებოდა, არც სამართალდამცველები, მაგრამ მათიც გვესმის.

 

სიტუაციიდან გამომდინარე, მოხდა ისე, რომ დაინფიცირდა სამი მედპერსონალი, თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები. ისინი იზოლირებულები არიან.

ზოგადად ჩვენთან პერსონალთა ნაკადების ცვლები ხდებოდა მაღალ დონეზე და დღემდე ეს შედეგი ამიტომ მოვიტანეთ. იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება, სადაც ნაკლებად ველოდებით კონტაქტების გავრცელებას.

 

მათი მდგომაროება არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ტემპერატურა მაღალია და გამოხატულია სიმპტომები“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმია.



პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930