გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გაფართოვდა და საქართველოში არსებული სასტუმროების 90 პროცენტზე მეტი მოიცვა, რომელთა ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო

9-06-2020

„ბიუჯეტში ასახული თანხებისა და ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაც გაფართოვდა და საქართველოში არსებული სასტუმროების 90 პროცენტზე მეტი მოიცვა, რომელთა ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო და სესხი 2020 წლის პირველ მარტამდე ჰქონდათ აღებული. ჩვენ მათ სესხების პროცენტის დიდ ნაწილს სუბსიდირებას მოვახდენთ - ეროვნულ ვალუტაში 80 პროცენტით, უცხოურ ვალუტაში კი - 70 პროცენტით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დღეს გაავრცელებს განცხადებას, რომლის შემდეგაც სასტუმროებისგან განაცხადების მიღება განახლებული ფორმატით იქნება შესაძლებელი. „ჩვენ საქართველოში მომუშავე სასტუმროების ძალიან დიდ ოდენობას დავეხმარებით, რომლებიც პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

„მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამების ფარგლებში გაცხადებული თითოეული დაპირება და ღონისძიება, იქნება ეს ბინათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ან მცირე მეწარმეებისა და ტურიზმის კუთხით, არის გამყარებული კონკრეტული თანხით ბიუჯეტში და ამ პროექტების რეალიზაცია ძალიან სწრაფად დაიწყება,“ - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930