გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო ზარდიაშვილის გეგმები საარჩევნოდ – რას აპირებს ყოფილი დეპუტატი

9-06-2020

აპირებს თუ არა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ორთაბრძოლაში ჩაბმას, ამ საკითხებით „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა.

 

პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ზარდიაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასა და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც ზარდიაშვილმა სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ის მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვებისთვის დაეხმარება.

ვანო ზარდიაშვილი: მე საქართველოს პარლამენტის მანდატზე უარი ვთქვი. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ნამდვილად არ დავბრუნდები. ამის მთავარი საფუძველი და მიზეზი არის ის უფაქტო და უარგუმენტო ცილისმწამებლური, დაუმსახურებელი, კრიტიკა, ლანძღვა, რომელიც ჩემს მიმართ მოდიოდა.

 

შესაბამისად, რატომ უნდა დავბრუნდე პოლიტიკაში. დეპუტატის მანდატზე უარი ვთქვი – პარლამენტში რატომ უნდა დავბრუნდე?!

 

„ქართულ ოცნებას“ დავეხმარები რითიც შემიძლია. მე უშუალოდ, არ ჩავერთვები საარჩევნო ფორმირებაში, არც კანდიდატი ვიქნები, მაგრამ რითიც შევძლებ, „ქართული ოცნების“ გუნდს აუცილებლად დავეხმარები.

 

მე „ქართული ოცნების“ ერთადერთ პარტიაში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ლეგენდა ჰქონდა ჩემზე ქართულ საზოგადოებას – მე არასდროს სხვა პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ერთადერთი პარტია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა არის „ქართული ოცნება“ და ვრჩები, ვარ მისი მხარდამჭერი.

 

„ქართული ოცნების“ წევრიც ვარ, მხარდამჭერიც, გულშემატკივარიც, მოამაგეც და მოქადაგეც. არასდროს მქონია პარტიაში თანამდებობა, დღეს რიგითი ჯარისკაცი ვარ.

 აღნიშნეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დაეხმარებით – რას გულისხმობთ დახმარებაში?

 

-ყველანაირად დავეხმარები „ქართულ ოცნებას“, რადგან მიმაჩნია, რომ ამ ძალამ შეძლო ქართული დემოკრატიის საფუძვლების ჩაყრა, ქართული სახელმწიფოს აშენება, სტაბილურობის მოტანა. ამიტომ რასაც შევძლებ, არჩევნების დროს დავეხმარები.

 

თქვენი შეფასებით, რა შედეგს მოიპოვებს მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

 

-„ქართული ოცნება“ აიღებს, დაახლოებით, 58-60%-ს.

 

-აღნიშნული მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულმა შიდა კვლევამ ხომ არ აჩვენა?

 

-არა, საზოგადოებას ვაკვირდები. თუ კიდევ უფრო უკეთესად ვიმუშავებთ და იმუშავებს „ქართული ოცნება“, დიდი შანსია, რომ 65%-ზე ავიდეთ.

 

როგორც აფასებთ გაერთიანებულ ოპოზიციაში განვითარებულ პროცესებს – აქვთ თუ არა მათ არჩევნებში გამარჯვების შანსი?

 

-ალბათ, ოპოზიცია თავის ელექტორატზე მუშაობს და იმედს აძლევს თავის ელექტორატს, რომ თითქოს, გამარჯვების შანსი აქვს, რაც დამერწმუნეთ, ამომრჩევლის მოტყუებაა.

 

ჩვენ ვნახეთ არაერთი არჩევნები – გულმხურვალედ იძახდნენ ოპოზიციის წარმომადგენელები, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლებაში მოდიან და თვითმმართველობის არჩევნებს იგებდნენ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ეს ძახილი ტყუილი აღმოჩნდა.

 

ასევე, წლევანდელ არჩევნებზე, პირობას გაძლევთ, რომ გამჭვირვალე არჩევნებში  „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიპოვებს გამარჯვებას. ვისურვებდი, რომ არჩევნებზე ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი, ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა იყოს წარმოდგენილ, როგორც წინა საარჩევნო პროცესის დამკვირვებლბად, ასევე, არჩევნების დღეს დამკვირვებლად.

 

„ქართული ოცნება“ დღეს, სავარაუდოდ, არის 60%-იან მიჯნაზე, ოპოზიცია ტყუილად წვალობს, თუმცა ეს მათი უფლება, ვალდებულებაა.

 

ერთს ვურჩევდი ოპოზიციას, რომ ეს ამომრჩევლის მოტყუების, დაძაბვისა და ტყუილი “ფეიკ ნიუსების” გავრცელების ხარჯზე არ გააკეთონ, რადგან ჩვენი საბოლოო საზრუნავი ხალხია.

 

ეს არჩევნები საბოლოოდ გაასწორებს ჩვენი ქვეყნის ხერხემალს დემოკრატიის გზაზე.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

პრაიმტაიმი


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930