9-06-2020
საქართველოში მრავლად გვყავს სპორტსმენები, რომლებმაც წარმატებული სპორტული კარიერის შემდეგ ძალები პოლიტიკაში მოსინჯეს.
ზოგიერთი მათგანის პოლიტიკური მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად წარმატებულად ფასდება, ზოგიერთმა კი გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვლავ სპორტულ სამყაროში დაბრუნება არჩია.
„პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო ისტორიას და გთავაზობთ იმ სპორტსმენების სიას, რომლებმაც კარიერის დასრულების შემდეგ მოღვაწეობა პოლიტიკაში განაგრძეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სია შესაძლოა არასრული იყოს.
1. კახა კალაძე
კახა კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. „მილანის“ შემადგენლობაში, კალაძემ ორჯერ მოახერხა „ჩემპიონთა ლიგის“ მოგება. ამის გარდა, ის საქართველოს იტალიის და უკრაინის ჩემპიონატის რამდენიმე გზის გამარჯვებულია. კალაძე იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანიც.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კალაძემ სამტრედიის მაჟორიტარად იყარა კენჭი. ამავდროულად, ფეხბურთელი საპარლამენტო სიის პირველ ნომრად იყო წარდგენილი.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 2012-2017 წლებში ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლის მეორე ნახევარში კი თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ამავდროულად, კალაძე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიცაა.
2. ლევან კობიაშვილი
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრებში ჩატარებული თამაშებით რეკორდსმენია. კობიაშვილმა ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი, 100 თამაში ითამაშა. კარიერის დიდი ნაწილი მან გერმანიის ბუნდესლიგაში გაატარა. იგი ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა „ფრაიბურგი“, „შალკე“ და ბერლინის „ჰერტა“.
კობიაშვილმა კარიერა სწორედ ამ უკანასკნელში, 2014 წელს დაასრულა. 2015 წელს ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. 2016 წელს კი „ქართული ოცნების“ მანდატით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.
3. მიხეილ ყაველაშვილი
ვეტერანი ფეხბურთელი სხვადასხვა დროის განმავლობაში საქართველოს, რუსეთის, ინგლისის და შვეიცარიის ჩემპიონატებში თამაშობდა.
2007 წელს ყაველაშვილმა ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთი“ დააფუძნა.
2016 წელს „ქართული ოცნების“ სახელით ფეხბურთელი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.
დაწვრილებით მასალა იხილეთ ბმულზე https://primetime.ge/sportidan-politikashi-gadabargebulebi-romelis-sportsmeni-dgas-dghes-politikur-tribunaze/