გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი: საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობა გახდა წინაპირობა, რითაც ქვეყანამ მოიზიდა ეკონომიკური კრიზის დასაძლევად საჭირო ფინანსური რესურსი

9-06-2020

„საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით პანდემიის შესაჩერებლად ეფექტური ღონისძიებები გაატარა და ეს მიღწევა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ აღნიშნა”, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმს ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში. 

მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა გახდა იმის წინაპირობა, რითაც ქვეყანამ მოიზიდა ეკონომიკური კრიზის დასაძლევად საჭირო ფინანსური რესურსი.

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო ხსნის შეზღუდვებს, აწესებს უსაფრთხოების რეგულაციებს და იწყებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. სახელისუფლო ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელება ამ მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, რაც აისახა კიდეც 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში.

“პარლამენტში დღეს შეტანილი საბიუჯეტო ცვლილებები კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ მომზადდა. 2020 წლის თავდაპირველი ბიუჯეტი არამხოლოდ თანხვედრაში იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან, არამედ ასახავდა 2019 წლის ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა 5.1 პროცენტიან ეკონომიკური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 51 პროცენტიან ისტორიულ მინიმუმს, კაპიტალური ინვესტიციების ზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის რვა პროცენტზე მეტით.

სწორედ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა გახდა იმის წინაპირობა, რითაც ქვეყანამ მოიზიდა ეკონომიკური კრიზის დასაძლევად საჭირო ფინანსური რესურსი და უზრუნველყო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა.

ზიანი რომელიც მივიღეთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით: ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 2020 წლის დასაწყისში განსაზღვრული იყო 13 მილიარდ 705 მილიონი ლარით, რომელსაც პანდემიის გავლენით დააკლდა მილიარდ 817 მილიონი ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი მცირდება 4 პროცენტით, არსებულ ბიუჯეტში მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები 600 მილიონით მცირდება, ხოლო ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებას 3.4 მილიარდი ლარი ესაჭიროება.

ფინანსთა სამინისტროს სწრაფმა და მოქნილმა კომუნიკაციამ უზრუნველყო ის ფაქტი, რომ საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში. ფონდისა და სხვა დონორებიდან მოძიებული ფინანსური რესურსის ჯამმა სამი მილიარდი დოლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობამ პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით გაატარა სანიმუშოდ ეფექტური ღონისძიებები პანდემიის შესაჩერებლად და ეს მიღწევა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ აღნიშნა. დღეს საქართველო ხსნის შეზღუდვებს, აწესებს უსაფრთხოების რეგულაციებს და იწყებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. სახელისუფლო ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელება ამ მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, რაც აისახა კიდეც 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930