9-06-2020
კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში მურმან დუმბაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს და პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე ერთად ვუპირისპირდებოდით კომუნისტურ რეჟიმს.
ერთად ვიდექით აბაშიძის სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ.
შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა.
ახლა კვლავ ერთად ვართ.
არც ერთიანობის ჟამს, არც სხვადასხვა ბანაკებში ყოფნისას არასდროს მითქვამს აუგი მურმანზე, არ მითქვამს რადგან კარგად ვიცნობდი და ზუსტად ვიცოდი, რომ კვლავ ერთად დავდგებოდით და ერთად დავუპირისპირდებოდით ბოროტებას.
არ დამიწყოთ ახლა, აღარ გახსოვს მარჯვენა თუ მარცხენა გაუხმესო, აღარ გახსოვს ივანიშვილთან რომ იდგაო, არ მაინტერესებს, რადგან ვიცი მურმანი ვინ არის, ვიცი რა ჯოჯოხეთი გამოიარა აბაშიძის რეჟიმის პირობებში, არ დაკლებია შეურაცხყოფა, დევნა, დარბევა, დაჭერა, სახლის აფეთქება, ფიზიკური ანგარიშსწორება...აბაშიძის რეჟიმის მოწინააღმდეგებიდან არავის გამოუვლია იმდენი, რამდენიც მურმანმა გამოიარა...
გადაიტანეთ იმის მეათედი, რაც მურმანმა გადაიტანა და შემდეგ ილაპარაკეთ... (თუმც ღმერთმა დაგიფაროთ იგივე ჯოჯოხეთისგან).
წლები გადის, ვბერდებით მურმან, მაგრამ ბებერი ხარის რქაც კარგად ხნავსო...
კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ ერთად...
.
შენ კი კარგო ადამიანო, ( Murman Dumbadze ) მხნეობას, სიძლიერეს და გამარჯვებას გისურვებ!"-წერს ხაბაზი.