10-06-2020
დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად ბაზრის ადმინისტრაციისგან მოვაჭრეობის ცნობების მიღებას ითხოვენ.
აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ, თუმცა მიუხედავად მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილისა, დამსაქმებელი ამ დრომდე უარს ამბობს საბუთის გაცემაზე.
13:30 ზე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დარგობრივი ორგანიზაციების და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, დეზერტირების ბაზარში მივა (წინამძღვრიშვილის ქუჩის მხრიდან, ბაზრის ქვედა შესასვლელი) და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შეხვდება.
გაკეთდება განცხადებაც.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი