გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აგვისტო 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ვმუშაობთ გუნდურად და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი გამჭვირვალეა

10-06-2020

 

ყველამ ფასეულობებიდან გამომდინარე გააკეთოს თავისი განცხადებები. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და არავინ მითითებებს არ მაძლევს, თუ ვინმე რაიმე მითითებას მაძლევს, ეს არის ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი გამჭვირვალეა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: „გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ერთპიროვნული მმართველობა უნდა დასრულდეს და ის რომ პოსტიდან გაათავისუფლეს იმიტომ მოხდა, რომ არ ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის მითითებებს, თქვენ რა დავალებებს გაძლევთ ბიძინა ივანიშვილი?“

მთავრობის მეთაურის თქმით, გუნდის ყველა შეხვედრის შესახებ მედიისთვის ცნობილია.

„ჩვენს ყველა შეხვედრას, თათბირს ყველანი ყველაფერს ხედავთ, ზოგჯერ ჩემზე მეტი თქვენ იცით,“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031