გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის უწყება: თავდაცვის ძალების წინააღმდეგ პოლიტიკურად მიკერძოებული ტელეკომპანიების დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება

10-06-2020

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, გრძელდება პოლიტიკურად მიკერძოებული ტელეკომპანიების დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედია ეთიკის დარღვევით, გამოთქვამენ დაუსაბუთებელ ეჭვებს. ამ შემთხვევაში ტვ "პირველის" მიერ გავრცელებული სიუჟეტი კითხვის ქვეშ აყენებს კორონაპანდემიის პირობებში, ქართველი ჯარისკაცების უსაფრთხოებისათვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ ეთილის სპირტის შეძენის მიზანშეწონილებასა და კეთილსინდისიერებას.

გვინდა, საზოგდოებისთვის განვმარტოთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ მართლაც შეიძინა ეთილის სპირტი, როგორც საპრევენციო საშუალება ჩვენი სამხედროების კოვიდსაფრთხისაგან დაცვის მიზნით. ეს შესყიდვა განხორციელდა ბაზარზე არსებული ფასებიდან ყველაზე დაბალ ფასად. კერძოდ, ერთი ლიტრი 96,4%-იანი ეთილის სპირტის ღირებულება ტრანსპორტირებითა და მოწოდებით შეადგენდა 3 ლარს.

რაც შეეხება აპელირებას იმაზე, თუ როგორ განხორციელდა კომპანიის შერჩევა, მოგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში თავდაცვის სამინისტრომ შეთავაზება მიიღო ბაზარზე არსებული არაერთი კომპანიისაგან და მათგან აარჩია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რაც გამოიხატება შეძენილი სპირტის ყველაზე დაბალ ღირებულებაში.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ამ დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური სიუჟეტების გავრცელების აშკარა მიზანია ჩრდილი მიაყენონ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს, როგორც ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე საჯარო ინსტიტუტს და ასევე შექმნან ნეგატიური ფონი მინისტრის მნიშვნელოვანი საპარლამენტო გამოსვლის წინ"-აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031