გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი სესიაშვილი: ანგარიშში არ არის მითითებული რა წყაროზე დაყრდნობით გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი

11-06-2020

"მაქვს ეჭვი, რომ ეს არის ვიწროპილიტიკური ინტერესების გამტარებელი ჩანაწერი და ვხედავ ლობისტების ხელს. ანგარიშში წერია, რომ საქართველოზე შესაბამისი ინფორმაცია ეყრდნობა ორ წყაროს და მითითებული აქვთ ორი ანგარიში. ორივე ტექსტში თავის მხრივ არის ძალიან პოზიტიური გზავნილები, არანაირი მინიშნება კრიტიკაზე არ არის. ხოლო კრიტიკულ ნაწილში წყარო აღარ არის მითითებული და ვერც იქნება. ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რაც არის ყველაზე მთავარი, ძალიან მაღალი ინტენსოვობისაა და ეს დაადასტურა კიდეც საგარეო მდივნის მოადგილემ. ნატო, ევროკავშირი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ავლენს არამხოლოდ მაღალ პოლიტიკურ მზაობას, არამედ პრაქტიკულ ნაწილში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს არის ფაქტი", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.​

მისი აზრით, ჩანაწერი ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესების გამოვლინებაა.

"ვფიქრობ ეს ჩანაწერი იყო ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესების გამოვლინება. შესაბამისად, ობიექტურად და ლოგიკურად ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის ლობოსტური საქმიანობის შედეგი და ქართული საზოგადოება ამას ისე აღიქვამს, როგორც საჭიროა. საზოგადოება აღიარებს მხოლოდ სიმართეს. სიმართლეს ყველა ვხედავთ, რომ საერთაშორიოს საზოგადოება, ჩვენი პარტიორი ქვეყნების მთავრობები, მათი შესაბამისი ანგარიშები ცალსახად მიუთითებენ, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930